воскресенье, 27 марта 2016 г.

                 მეოთხე დღე


          შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები სა შევიტანეთ გეგმის შაბლონში. ასევე განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი, განვსაძღვრეთ და გეგმის შაბლომში შევიტანეთ შეფასების სტანდარტები, შეფასების მეთოდების, ინსტრუმენტებისა და მიზნისა სა გამოყენების კრიტერიუმებს. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი
           გავეცანით საავტორო უფლებების დაცვას და ტექნოლოგებ ის გამოყენებას პრეზენტაციის ნახვით - "საავტორო უფლებების ქაოსი".
           შევისწავლეთ youtobe-დან ვიდეომასალების გადმოტანა-წაშლა, ასევე სურათების ატვირთვა და დავაყენეთ ფონი ბლოგზე.

ხანძარი სუპერმარკეტ „გუდვილში“

ხანძარი სამებაში - ცეცხლს 10 სახანძრო ბრიგადა აქრობს

ხანძარი სიღნაღში

суббота, 26 марта 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე


       დავასრულეთ მუშაობა მშობლის ბუკლეტზე. განვსაზღვრეთ ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები, მიზნები და ამოცანები. გადავხედეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ვნახეთ ბლუმის ტაქსონომიის ლექსიკური მარაგი. გავაკეთეთ სავარჯიშო წყვილებში ზოგად, თემატურ და შინაარსობლივ კითხვებზე.

воскресенье, 20 марта 2016 г.

ტრენინგის მეორე დღე

სასწავლო ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვა საშუალებას მომცემს პროექტი იყოს საინტერესო, სადაც ნაბიჯებად არის ჩამოშლილი და ყოველი ნაბიჯი შეიცავს ქვენაბიჯებს, რაც გათვალისწინებულ უნდა იცნას დაგეგმვისას. განხილული სქემა საშუალებას მომცემს ძირითადი აქცენტი გავაკეთო საჭირო აქტივობებზე. ასევე გამოყენებისათვის გავეცანი პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს. დავალების შესაბამისად ვიმუშავე ბუკლეტის შექმნაზე და გავაკეთე ბუკლეტის პირველი გვერდი.

суббота, 19 марта 2016 г.

პირველი დღე

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ინტელის საშუალებით პროექტების სწავლებას, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი თითოეული პორტპოლიოს დანიშნულება, რაც საშუალებას მომცემს, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად შევქმნა ჩემი პროექტი. შევქმენი ბლოგი, რომელიც აუცილებელია და დამეხმარება ჩემს მუშაობაში.